ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ, მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას ჯამურად, ეს იქნება მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ინვესტიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 1300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება.

„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებითაც. ჯამში 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას, ბატონ ლევან დავითაშვილს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან იყო ჩართული ამ პროგრამების შექმნაში. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია, დავამარცხოთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …