ჩვენი ამბიციაა, რომ არა მხოლოდ ეკონომიკის აღდგენაზე ვიზრუნოთ და დავუბრუნდეთ პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არამედ შევძლოთ ეკონომიკის სწრაფი განვითარება – ლევან დავითაშვილი

“ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ამის შედეგად მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ ეკონომიკის აღდგენა პანდემიამდელ მდგომარეობაში არ არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ ქვეყნის მოსახლეობის დაკვეთა.

„ჩვენი განწყობაა, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება შევძლოთ და არა მხოლოდ ის, რომ აღდგენაზე ვიზრუნოთ და დავუბრუნდეთ პანდემიამდელ მაჩვენებლებს – ეს არ არის ჩვენი ამბიცია, ეს ასევე არ არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაკვეთა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ამის შედეგად მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 2024 წელს მთელ მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს …