„ჩვენთვის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უალტერნატივო და აუცილებელია“ – ნუგზარ ბერიძე

„ჩვენ ვართ ჰიდრო რესურსების ქვეყანა და  შესაბამისად გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში გვაქვს ჭარბი რესურსი, შესაბამისად ელექტრო ენერგიის ექსპორტში რეკორდული მონაცემები გვაქვს“ – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ ბერიძემ ისაუბრა. მისი თქმით მაღალი ექსპორტი განპირობებულია იმით, რომ იყო კარგი ჰიდროლოგია და მისი  ათვისება უდანაკარგოდ მოხდა.

„ექსპორტის მიმართულებით წლის ბოლომდე გარკვეული პერსპექტივები გვაქვს, თუმცა ეს არა ჰიდრო რესურსის ხარჯზე, არამედ უფრო თბოსადგურების ჩართულობით იქნება, ექსპორტის  კუთხით ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციული ჩამოყალიბებული პროფილი,  ეს არის გვიან  გაზაფხული და ზაფხულის პერიოდი რომელიც  იწყება აპრილში და გრძელდება აგვისტომდე,  შესაბამისად ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს ჰიდრორესურსების სიჭარბე და გამომდინარე  აქედან  ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც  ტრადიციულად ამ პერიოდზე მოდის.

ასევე კარგად ამუშავდა  სატრანზიტო კორიდორიც, კარგად მუშაობის ახალციხის კონვერტორიც, რომელზეც ხდება ელექტრო ენერგიის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, ამ პროცესში ძალიან კარგად ჩაერთო ჩვენი თბოსადგურები, რა თქმა უნდა, კომერციული გაზის ხარჯზე, რის საშუალებითაც ხდება როგორც დაბალანსება, ასევე საექსპორტო პოტენციალის შექმნა. “ – აღნიშნა ნუგზარ ბერიძემ.

რაც ეხება  საექსპორტო ფასს, ბერიძე განმარტავს რომ ეს არის რეგულირებული და ერთგვარ  კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა ფასი განპირობებულია თურქეთის ბაზარზე  არსებული ფასებით რაც კილოვატზე 8-10 ცენტის ფარგლებში მერყეობს.

„ჩვენთვის ელექტრო ენერგიის წყაროების და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უალტერნატივო და აუცილებელია, რადგან ქვეყნის მოხმარება წლიურად 4%-იანი ნიშნულით იზრდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს წლიურად 100 მეგავატიანი ზრდა სჭირდება.

თავისთავად კარგია ის ფაქტი, რომ ტრანზიტული ქვეყანა ვართ, ეს შემოსავალს იძლევა, მაგრამ გაცილებით კარგია ჩვენი წარმოებული ენერგიის გატანა , აქედან გამომდინარე სწორედ ამ ნაწილშია საჭირო პედალირება, აქედან გამომდინარე ჩვენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ვიზრუნოთ“ – აღნიშნა ნუგზარ ბერიძემ.

რაც შეეხება  სამომხმარებლო ტარიფებს, ნუგზარ ბერიძე აღნიშნავს, რომ ელექტრო ენერგიის ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ტარიფები 5 წლიან პერიოდზე დგინდება, მართალია ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება გარკვეული კორექტირება გახდეს საჭირო, მაგრამ ამას  სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს“ –  აღნიშნა ნუგზარ ბერიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …