ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა IFC – International Finance Corporation – ის რეგიონულ მენეჯერს სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. IFC – ის მხარდაჭერით, სებ – მა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარება დაიწყო და 2019 წლის აპრილში საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი გამოაქვეყნა.
“საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ამას ადასტურებს არაერთი ერთობლივი წარმატებული პროექტი. ახლახან, ღია ბანკინგის განვითარების მიზნით, კიდევ ერთ პროექტს – ტექნიკურ სენდბოქსს ჩავუყარეთ საფუძველი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია IFC – ის მხარდაჭერა და მომავალშიც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.