“ჩვენთან მთავრობა მოსახლეობას კომუნალურებს უსუბსიდირებს, უკრაინაში კი გადასახადი 35%-ით ძვირდება”

თბილისი (BPI) – „როდესაც კორონავირუსის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ აბონენტს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, მეორე ეტაპზეც მომავალი 4 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება გადასახადები, რაც ასევე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც, უკრაინაში პირიქით გაზზე ტარიფები აწიეს მთელი 35 %-ით. უკრაინაში გაზზე ტარიფების ზრდა, კორონა პანდემიის პირობებში, თან ყველაზე ცივ პერიოდში, ზამთრის დასაწყისში, მიუთითებს ამ ქვეყნის ეკონომიკაში და პირველ რიგში ფისკალურ სფეროში არსებული პრობლემების მთელ სიმწვავეზე და იმ რეფორმების კრახზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ზელენსკის პარტიის კრახიც ადგილობრივ არჩევნებში ამის ნათელი დადასტურებაა,“ – აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე თავის ფეისბუქ პოსტში, რომელშიც ის გამოეხმაურა უკრაინაში მოსახლეობისთვის გაზის სამომხმარებლო ტარიფის 35-პროცენტით გაზრდის გადაწყვეტილებას.

ექსპერტის განცხადებით, უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ აჩვენებს ოცნების ხელისუფლების მიდგომებს სოციალური პოლიტიკის მიმართ, შესაძლებელი გახადა ფისკალურ სფეროში ჩატარებულმა რეფორმებმა, რაც ბიუჯეტს საშუალებას აძლევს ეკონომიკის სტიმულირების პაკეტთან ერთად, მოსახლეობის მხარდასაჭერი სოციალური პროგრამებიც აქტიურად დააფინანსოს. კერძოდ, პირველი ეტაპის მსგავსად, კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათის ფარგლებში, ელექტროენერგიის გადასახადი 1,2 მლნ ოჯახს, ბუნებრივი აირის კი 671,000 აბონენტს დაუფინანსდება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზითაც უკრაინის ეკონომიკა წელს 7.2 % შემცირდება, მაშინ როდესაც საქართველო ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მზარდი იქნება 2021-2025 წლებში, უკვე სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ეკონომიკის ვარდნა 5 % და 0.7 %-მდეა შემცირებული და ფაქტიურად ზრდის ტრენდზეა გასული. ახლა იდექით ქუჩაში და დაელოდეთ მიშას!“ – აღნიშნავს ექსპერტი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …