შპს “ჯეო მანის” და შპს “სმარტ ფეიმენთ სისტემს” საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდათ

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს “ჯეო მანის” და შპს “სმარტ ფეიმენთ სისტემს” საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდათ და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდნენ.

შპს “ჯეო მანის” და შპს “სმარტ ფეიმენთ სისტემის” ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  2. შპს “ჯეო მანის” და შპს “სმარტ ფეიმენთ სისტემის” მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

იურიდიული პირების შემთხვევაში:

  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
  2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  3. შპს “ჯეო მანის” და შპს “სმარტ ფეიმენთ სისტემის” მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1 ( შპს “ჯეო მანის” და შპს “სმარტ ფეიმენთ სისტემის”  ლიკვიდატორი – როინ ცაციაშვილი, ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …