შვილებისთვის მოწყალების თხოვნის იძულებისთვის 2 დედას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი (BPI) – ბავშვების მოწყალების თხოვნის იძულებაზე, არასრულწლოვნების დედა და დეიდა დააკავეს და 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები შვილებს და დისშვილებს – 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს, ბოლო 1 წლის განმავლობაში, იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ.

დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისცენტრებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

შემთხვევითი სიახლე

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების …