შვეიცარიაში ღვინო კახეთი, სულგუნი და ბორჯომი დაცული იქნება

თბილისი (BPI) – საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობისა და წარმოშობის წყაროს დასახელებების დაცვის შესახებ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში.

ხელშეკრულების თანახმად დაცულია ისეთი აღნიშვნები, როგორიცაა Tête de Moine, Gruyère, შვეიცარიული შოკოლადი და შვეიცარიული საათები. გარდა ამისა, წარმოშობის წყარო „შვეიცარია“, კანტონების დასახელება და შვეიცარიის დროშა. შვეიცარიაში დაცული იქნება შემდეგი დასახელებები: კახეთი (ღვინო), სულგუნი და ბორჯომი.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …