შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალ დაჩქარებულ შესაძლებლობას სთავაზობს

გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საქონლის გაფორმებისა და გაშვების ფორმალობების გამარტივების მიზნით, ინიცირებული იქნა ცვლილებები საბაჟო კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც, 15 დეკემბრიდან, გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალი დაჩქარებული შესაძლებლობები ეძლევათ. კერძოდ, საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისთვის საჭირო დრო.

კომერციულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურისთვის ონლაინ რეჟიმში, მყისიერად, ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ, საბანკო დაწესებულებაში განხორციელებული სახაზინო გადარიცხვები. შესაბამისად, დეკლარანტის მიერ, წარმოსადგენ გადახდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს ბანკის მიერ ელექტრონულად მოწოდებული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება საქონლის დაუყოვნებლივ გაშვება თავისუფალ მიმოქცევაში.

ამასთან, ახალი ცვლილებები, ასევე მნიშვნელოვნად დააჩქარებს წინასწარ დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ფორმალობებსაც. კერძოდ: სხვადასხვა ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი თავად განახორციელებს საქონლის გაშვებას (ცვლილებამდე, კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად/ნაწილობრივ გადახდა დეკლარაციის დამუშავებიდან 1 საათის განმავლობაში დადასტურდება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით ან საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით).

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი ვერ განახორციელებს ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას, ამ პროცედურას შეასრულებს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო შემდეგი პირობების გათვალისწინებით, თუ – წარდგენილი იქნება კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ან კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდა დადასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით, ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილი იქნება გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დადასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დეკლარანტს საქონლის გაშვების შესახებ ინფორმაცია, გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, სისტემაში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერზე.

სწორედ, აღნიშნული ცვლილების გაცნობის მიზნით, გაიმართა შეხვედრა კომერციული ბანკებისა და სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ვლადიმერ ხუნდაძე და ლევან წითელაშვილი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი ნოდარ კაკრიაშვილი.

საქართველოში მოქმედ რამოდენიმე საბანკო დაწესებულებასთან, უკვე გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები (,,საქართველოს ბანკი“, ,,თიბისი ბანკი“, ,,ლიბერთი ბანკი“, ,,პაშა ბანკი“, ,,ბანკი ქართუ“ და ,,სილქ როუდ ბანკი“), ხოლო შემდგომ ეტაპზე, საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …