შემოდგომიდან TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოებს იწყებს

თბილისი (BPI) – 2019 წლის ბოლომდე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოები დაიწყება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, აეროპორტის გაფართოებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან.

„ვიმედოვნებთ, რომ 2019 წლის ოქტომბერში გაფართოების სამუშაოებს დავიწყებთ. გარწმუნებთ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე ტურისტულ სეზონზე მგზავრების მისაღებად მზადაა და მგზავრთა მომსახურეობის კუთხით პრობლემები არ შეიქმნება. ბათუმში გვემატება ძალიან ბევრი ახალი მიმართულება და ვართ სრულ მზადყოფნაში“, აცხადებს  თეა ზაქარაძე.

TAV Georgia-ს მენეჯმენტის ინფორმაციით, დღეისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს 550 ათასამდე მგზავრის მიღება შეუძლია, თუმცა გაფართოების შემდეგ აეროპორტი 1.3 მლნ-მდე მგზავრის მიღებას შეძლებს.

“აეროპორტის გაფართოების პროექტის ფარგლებში არსებულ ტერმინალს დაემატება, გვერდით, გაფრენისა და მოფრენის ტერმინალები. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სადგომები გვაქვს საკმარისად, შესაბამისად გაფართოვდება მხოლოდ გაფრენისა და მოფრენის ზონები და გვექნება უფრო კომფორტული სივრცე მგზავრებისთვის”, აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე.

TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის განხორციელებაში 10 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. 

შემთხვევითი სიახლე

ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს – ლაშა ხუციშვილი

ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი …