შატო ბუერამ საერთაშორისო გამოფენას Women in Wine Expo 2022 უმასპინძლა

ქალი მეღვინეების პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა – Women in Wine Expo წელს საქართველოში პირველად ჩატარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შატო ბუერამ უმასპინძლა, რომელიც კახეთში, ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე მდებარეობს და გამორჩეული ადგილია ღვინის მოყვარულთათვის.

Women in Wine Expo გლობალური ქსელია და ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე ქალებს აერთიანებს. მისი მიზანია ქალი მეღვინეების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

4-6 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი წარმომადგენელი ღვინის სამშობლოში – საქართველოში უნიკალური გამოცდილების გასაზიარებლად, იდეების გაცვლისა და სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების გამოფენა-დეგუსტაციისთვის შეიკრიბა. გამოფენას ესწრებოდნენ არა მხოლოდ მეღვინეები, არამედ ბლოგერებიც, დისტრიბუტორებიც, მევენახეებიც, მეღვინეობის დარგში დასაქმებული თუ ამ სფეროთი დაინტერესებული პირები.

Women in Wine Expo აღმოჩნდა კარგი შესაძლებლობაა ქართველი ქალი მეღვინეებისთვის – მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებთან საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.

გაიმართა მეღვინე ქალების მიერ წარმოებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია, კონფერენცია და ვორქშოფი. ასევე ოთარ იოსელიანის ფილმის „გიორგობისთვის“ ღია ცის ქვეშ ჩვენება.

ღვინის ტური შატო ბუერაში, დამსწრეებმა იმოგზაურეს შატო ბუერას სასახლის მარანში და ადგილზე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინოები დააგემოვნეს.

Women in Wine Expo არის მსოფლიო დონის ღვინის დღესასწაული, რომელსაც ქმნიან საინტერესო ადამიანები და უმაღლესი ხარისხის ღვინოები.

შატო ბუერას მეღვინეობა 2018 წელს , „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა გოგა მაისურაძემ დააარსა, ის მთელი სიცოცხლე დაუღალავი შრომით ემსახურებოდა ქართული ტურიზმის და ღვინის პოპულარიზებას , გარდაცვალების შემდეგ მეღვინეობის მართვა მისმა ოჯახმა გადაიბარა.

ადგილზე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინო იყიდება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …