ყველაზე ღარიბები და მდიდრები ევროპაში – სად არის საქართველო, რას აჩვენებს სტატისტიკა?

თბილისი (BPI) – ევროსტატის  მონაცემებით, ევროკავშირის 28 ქვეყანაში მოსახლეობის 23,7 % ანუ 118 მილიონზე მეტი ადამიანი ღარიბია. ყველაზე ბევრი ღარიბი  ბულგარეთში ცხოვრობს. მათი რაოდენობა ამ ქვეყანაში 38.9%-ს აღწევს. დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა რუმინეთშიც, სადაც ღარიბი მოსახლეობის წილი 35.4% -ს აღემატება. მოსახლეობის 34.8%-ია ღარიბი საბერძნეთშიც. სიღარიბის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ლატვიაში (29.6 %), ლიტვაში (28.9%), იტალიაში (28.2%), ხორვატიაში (27.9%), ესპანეთში (26.3%), უნგრეთში (25.2%).

ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 20 %-ს  აღემატება ესტონეთში, ირლანდიაში, კვიპროსში,ლუქსემბურგში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში და ბელგიაში. ევროსტატის მონაცემების თანახმად ყველაზე ცოტა ღარიბი ისლანდიაში (12.2%) და ჩეხეთში (12.2%) ცხოვრობს. კარგი მაჩვენებელი აქვს ფინეთს, (15.7%), ნორვეგიას (16.1%), სლოვაკეთს (16.3 %), ჰოლანდიას (17%), სლოვენიას (17.1%). ანალოგირი მდგომარეობაა საფრანგეთშიც (17.1%) 20%-ზე ნაკლებია ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა დანიაშიც ( 17.2%), შვედეთში (17.7%), შვეიცარიაში (17.8%), ავსტრიაში (18%), გერმანიაში ( 19%), მალტაში (19.2%) და პოლონეთში (19.5%).

ევროსტატის ანგარიშის თანახმად, საიღარიბის ზღვარს მიღმა ანუ უკიდურეს გაჭირვებაში ევროკავშირის მოსახლეობის 8.1 % ცხოვრობს. საინტერესოა,რომ ევროკავშირის სტანდარტებით უკიდურესად გაჭირვებულად ითვლება პირი,რომელსაც არ ააქვს საშუალება წელიწადში ერთხელ ერთკვირიან შვებულებაში წავიდეს. დღეგამოშვებით ვერ ჭამს ხორცს,თევზს ან ქათმის ხორცს. არ შეუძლია სარეცხი მანქანის, მობილური ტელეფონის და ტელევიზორის შეძენა.

უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ყველაზე მცირე რაოდენობა შვედეთში ფიქსირდება. ამ სკანდინავიურ ქვეყანაში, ასეთი, მოსახლეობის მხოლოდ 0.7%-ია. უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს ლუქსემბურგელების 2%. შედარებით უარესი მდგომარეობაა ფინეთში სადაც უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი 2.2 %-ს არ აღემატება. დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა ჰოლანდიაშიც. ტიტების ქვეყანაში  მოსახლეობის  მხოლოდ 2.6% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.

როგორც ირკვევა ევროკავშირის ქვეყნებს შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობით ბულგარეთი ლიდერობს. ამ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 34.7%-ს აღწევს. ამ თვალსაზრისით,რთული მდგომარეობაა საბერძნეთში ( 22 %) და რუმინეთშიც.(22.7%)

საერთაშორისო სერვის ცენტრის vividmaps-ის მონაცემებით ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ლუქსემბურგია. 2018 წლის მონაცემებით , ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები ამ ქვეყანაში   106 304 დოლარს შეადგენს.

ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნების ტოპ-10 ასე გამოიყურება:

1. ლუქსემბურგი ($106 374)

2. ირლანდია ($75 538)

3. ნორვეგია ($71 831)

4. შვეიცარია  ($61 422)

5. სან-მარინო ($59 466)

6. ჰოლანდია ($53 635)

7. ისლანდია  ($51 842)

8. შვედეთი  ($51 475)

9 გერმანია  ($50 425)

10. დანია.($49 883)

საინტერესოა რომ ევროპის მასშტაბით, ღარიბებს შორის ყველაზე ღარიბები საქართველოში და რუმინეთში ცხოვრობენ. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს საქართლოს მოსახლეობის 5 % დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობდა. რუმინეთში მოსახლეობის ეს კატეგორია 5.7% -ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ  უკრაინაში, რომელიც ერთ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო მაჩვენებლით საქართველოზე ღარიბია, სიღარიბის ზემოხსენებული მაჩვენებელი მხოლოდ 0.1%-ია.შეგახსენებთ,რომ საქსტატის 2017 წლის მონაცემებით,სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი საქართველოში 21.9 % -ია.

vividmaps-ის მონაცემებით, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა მოლდოვაა. საქართველო ამ რეიტინგში მე-5 პოზიციაზე და მხოლოდ კოსოვოს, სომხეთს. უკრაინასა და მოლდოვას უსწრებს.

ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნების ტოპ-10 მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ასე გამოიყურება:

1. მოლდოვა ($5 661)

2. უკრაინა ($8 713)

3. სომხეთი ($9 456)

4. კოსოვო ($10 515)

5. საქართველო  ($10 747)

6. ალბანეთი ($12 507)

7. ბოსნია ($12 724)

8. მაკედონია ($14 914)

9. სერბეთი  ($15 000)

10. აზერბაიჯანი ($17 492

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …