ყველაზე მაღალი ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს | CashBack-ის წინასასკოლო აქცია დაიწყო

თბილისი (BPI) – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა “ქეშბექი” დაპირებულ აქციას 5 სექტემბრიდან იწყებს. წინასასკოლო აქციის ფარგლებში, ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს „ქეშბექი“-ს პარტნიორ ობიექტებში შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექი, გადახდილი თანხის 30%, მომენტალურად დაუბრუნდებათ.
აქციაში ჩართულია მინისო, პეპელა, ბიბლუსი და ნავნე-ს ყველა სავაჭრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ სავაჭრო ობიექტებში ყველაფერია, რაც სასკოლო სამზადისისთვის არის საჭირო.
აქციის თარიღებია:
• 5-7 სექტემბერი | მინისო
• 8-9 სექტემბერი | პეპელა
• 10-12 სექტემბერი | ბიბლუსი
• 13-14 სექტემბერი | ნავნე
ლიბერთის მომხმარებელს ლიბერთის ნებისმიერი ბარათით გადახდისას საკუთარ ანგარიშზე მომენტალურად დაუბრუნდება გადახდილი თანხის 30% და ამისათვის საჭიროა “Cashback”-ის აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე cashback.ge შეთავაზების გააქტიურება და ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.
მათ, ვინც არ არის ლიბერთის მომხმარებელი, შესაძლებლობა ექნებათ აქციის პერიოდში სავაჭრო ობიექტებში ბანკში ვიზიტის გარეშე, რამდენიმე წუთში გახსნან საბანკო ანგარიში და მიიღონ ლიბერთის Visa ან MasterCard ბარათები (იხილეთ მისამართები)
ქეშბექით სარგებლობისთვის:
გადმოწერეთ აპლიკაცია: iOS | Android
ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge

• თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, ქეშბექის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით.

• თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ქეშბექის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს “აქტივაცია” და მომდევნო 72 საათის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა “ქეშბექი” უკვე 600-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. “ქეშბექი” ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …