ყაზტრანსგაზ თბილისი მოსახლეობას აფრთხილებს

თბილისი (BPI) – ყაზტრანსგაზ თბილისი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,  მომხმარებლებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლას და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია სთხოვს განსაკუთრებული ყურადღება გაზდანადგარების და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას გამოიჩინონ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში , მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები.

“ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა როგორც იცით ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა. ასევე მცხოვრებთა ნაწილმა მიუხედავად იმისა რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს.  ყაზტრანსგაზ თბილისის სწრაფი  რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ახლოვდება დასვენების დღეები და ტრადიციულად დედაქალაქიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონებში მიემგზავრება. მოგმართავთ აბონენტებს, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, იმისათვის რომ სახლიდან გასვლის წინ, გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები. „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ასევე გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს 24 საათის განმავლობაში. შეგახსენებთ , საქართველოს კანონმდებლობის თანახმად თქვენს საცხოვრებელ ბინაში გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გაუფრთხილდით საკუთარ და მეზობლების სიცოცხლეს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …