ღარიბი ქვეყნებისთვის კორონავირუსი კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს, რომ 2019 წელი მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო.
გაეროს, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების საერთაშორისო ალიანსის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ბოლოს, 55 ქვეყანაში მცხოვრები 135 მილიონი ადამიანი სურსათის მწვავე უკმარისობის საფრთხის წინაშე იდგა. დამატებით, ამ ქვეყნებში 75 მილიონ ბავშვს განვითარების ჩამორჩენა ჰქონდა არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 17 მილიონს – წონის დეფიციტი.
2017 წლის შემდეგ 2019 წელს მწვავე სასურსათო საფრთხისა და არასრულფასოვანი კვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს, 183 მილიონი ადამიანი კლასიფიცირდა, როგორც ,,სტრესულ მდგომარეობაში მყოფი’’ (IPC/CH, ფაზა 2) – მწვავე შიმშილის ზღვარზე და კრიზისის დადგომის რისკის წინაშე ან უარეს მდგომარეობაში ((IPC/CH ფაზა 3 ან ზემოთ), თუ ისინი აღმოჩნდებიან ძლიერი შოკის ან სტრეს ფაქტორის წინაშე, მაგ. როგორიცაა COVID-19-ის პანდემია.
ამ 135 მილიონი ადამიანიდან ნახევარი (73 მილიონი) აფრიკაში ცხოვრობს; 43 მილიონი შუა აღმოსავლეთსა და აზიაში; 18.5 მილიონი ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე.
ტენდენციების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორებია: კონფლიქტი (მთავარი ფაქტორი, რამაც 77 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო კრიზისის წინაშე დააყენა), ექსტრემალური კლიმატური მდგომარეობა (34 მილიონი ადამიანი) და ეკონომიკური არასტაბილურობა (24 მილიონი).