ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის საგრანტო ფონდი სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით დააფინანსებს

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საგრანტო ფონდს ქმნის, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და წაახალისოს ნიჭიერი, წარჩინებული სტუდენტები. ფონდი საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის დაფინანსებას სთავაზობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება. იმ აბიტურიენტებს, კი რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი – 197.

საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეადგენს წელიწადში 2250 ლარს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერიტეტის რექტორის, ბატონ ალექსანდრე თევზაძის თქმით: „ეს არის თანხა, რომელსაც ფარავს 100 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზე.

ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი. ფონდის მიზანია სტუდენტებს დავუფაროთ სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, საუნივერსიტეტო სტიპენდია და უზრუნველვყოთ საკვებისა და სხვა ხარჯების დაფარვაც.

პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოცულობით დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 აბიტურიენტთა სიაში, საშუალო განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული, მათემატიკური კონკურსის „Mვექტორი“ და მილენიუმის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები სტუდენტები.

საუნივერსიტეტო დაფინანსება ბაკალავრიატის საფეხურზე განსაზღვრულია სწავლის 4 წლის განმავლობაში, რომლის შესანარჩუნებლადაც სტუდენტებმა უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება და წელიწადში მოაგროვოს მინიმუმ 55 სასწავლო კრედიტი. იმედი გვაქვს საუნივერსიტეტო დაფინანსება ჩვენს სტუდენტებს შეუქმნის იდეალურ პირობებს, რათა მიიღონ უმაღლესი განათლება მათთვის საინტერესო პროგრამის ფარგლებში და იყვნენ წარმატებულნი“, – აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

ფონდის ფარგლებში ასევე მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში გასცემს დაფინანსებას, მათ შორის:

  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა);
  • სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
  • სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;
  • სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. საუკეთესო კანდიდატების დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით). დეტალებისთვის

შემთხვევითი სიახლე

აგროჰაბი თსუ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი ქსელში დასაქმებულ თსუ სტუდენტ-თანამშრომლებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს. ამის შესახებ მემორანდუმს …