მწვანე ინფრასტრუქტურა – ქუთაისს ახალი წყლის სისტემა ექნება

თბილისი (BPI) – მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით ქუთაისში სტრატეგიული მნიშვნელობის წყალარინების ახალი სისტემა აშენდება. ქუთაისი იქნება ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც წყალარინების ანუ კანალიზაციის  სისტემა და გამწმენდი ნაგებობა საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა ქალაქს ათეული წლების განმავლობაში მოემსახურება ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა ექსპულატაციაში შესვლის შემდგომ ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც ქალაქში გარემოს დაბინძურების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით აღნიშნულ პროექტებს ასი მილიონი ევრო მოხმარდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ეკატერინე გალდავას თქმით: ‘’ძალიან ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ასეთი დონის გამწმენდი ნაგებობით, რომელიც უნდა აშენდეს ქუთაისში, უნდა აღვნიშნოთ ის ევროგაერთიანების დირექტივები, რომელთანაც ჩვენი ქვეყანა არის მიერთებული. სწორედ ამ დირექტივების შესაბამისად ის წყლები რომლებიც უნდა ჩადიოდეს მდინარეში, უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა. ამისათვის პირველ რიგში არის გათვალისწინებული ამ წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.სავარაუდოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამ წელიწადში  დასრულდება ამ გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, ამაში კი ძალიან დიდი როლი აქვს ევროგაერთიანებას მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკს. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი როგორც ქუთაისისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.’’

გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები სრულად პასუხობს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, შესაბამისობაშია ევროკავშირის მოთხოვნებთან ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ, რომელიც მიზნად ქვეყნის მასშტაბით წყალარინების სექტორის სრულ გაუმჯობესებას ისახავს.

‘’ეს პროექტი პირველ რიგში, კარგი მაგალითია ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის, რომლებიც უზარმაზარ პროექტებს ახორციელებენ საქართველოს მოსახლოების საკეთილდღეოდ, აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს მოვაწყოთ თანამედროვე, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი კანალიზაციის სისტემა ქუთაისში, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობით შევამციროთ უარყოფითი ზეგავლენა ეკოლოგიაზე. ევროკავშირის მთავარი მიზანი საქართველოში მოსახლეობის ცხოვრების დონის გამუჯობესებაა, წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა კი პირდაპირ კავშირშია ჯანსაღ გარემოსთან და მოსახლეობის ჯანმრთელობასთან.’’-ამბობს ალექსანდრე დარასი- ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის საკითხებში.

ქუთაისის წყალარინების სისტემის გასაუმჯობესებლად ევროპის საინვესტიციო ბანკმა ხელი მოაწერია 100 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას, გარდა ამისა პროექტი 5 მილიონ ევრომდე დაფინანსდა ევროკავშირის მიერ, რაც წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესში გლობალური დათბობის საწინააღმდეგო ზომების გათვალისწინებას მოხმარდება. დამატებით 3 მილიონზე მეტი ევრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის მიერ გამოიყო, რაც სპეციალიზებული პროფესიული მომსახურების დაფინანსებისთვის გაიხარჯება.

ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დასძენს, რომ : ‘’წყალარინების სისტემის მოწესრიგება ქუთაისში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხით ფინანსდება, პროექტი ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს და კანალიზაციის სისტემის სრულ აღდგენას და წყლის გამწმენდი ნაგებობის აშენებას ითვალისწინებს. წყალარინების სისტემა ქუთაისელებისთვის ცხოვრების პირობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს.’’ ის ასევე ხაზს უსვამს ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის მრავალწლიან ისტორიას: ‘’საქართველოში ბანკის საქმიანობის დასაწყისი 2007 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება იყო. ბანკმა ორი წლის წინ საქართველოში მოღვაწეობის ათი წლის თავი აღნიშნა. ბოლო ათწლეულში ჩვენ თითქმის 2 მილიარდი ევროს სესხი გავეცით სხვადასხვა სექტორში, რომელიც ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძო სექტორის მხარდაჭერას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს მოხმარდა’’.

ამ დროისათვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყლის სისტემის მოწყობას ახორციელებს.პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს:’’ ქუთაისში საკმაოდ დიდი პროექტი იყო უკვე დაწყებული ჩემი კომპანიის მიერ. ეს გახლავთ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტი დასრულების პირასაა და ძალიან მალე ქუთაისში მოსახლეობას ექნება 24 საათიანი სასმელი წყალი, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. არ შეიძლება არ აღგვენიშნა თავად ქუთაისში საათების, ხანდახან დღეების განმავლობაში არ ქონდათ წყალი. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისის მოსახლეობის 30%-ს უკვე მიეწოდება 24 საათიანი სუფთა წყალი’’-აღნიშნავს ეკატერინე გალდავა.

ქუთაისში სტრატეგიული მნიშვნელობის წყალარინების ახალი სისტემის სამშენებლო სამუშაოები კი 2020  წელს დაიწყება.

ნინი ტყებუჩავა

საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

გიორგი ფანგანი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის განვითარების …