ქუთაისის აეროპორტი 50%-ით გაზრდილი ნაკადით საშემოდგომო რეკორდისთვის ემზადება ის ემზადება

თბილისი (BPI) – ქვეყნის აეროპორტების მდგომარეობის და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაციაზე,  მინისტრი ნათია თურნავა მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე, ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის, ფრენების უსაფრთხოების ამაღლების და მგზავრობის პირობების გაუმჯობესებაზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნო.

აეროპორტების გაერთიანების  დირექტორის  გიორგი ჩოგოვაძის თქმით,  რუსეთის მიმართულებით ფრენები რომ სრულდებოდა, ნოემბერში 13% ზრდა უნდა ყოფილიყო, რეალურად თბილისის  ნაკადი 18%-ით დაკლებულია,  ბათუმის +15% -ის ნაცვლად 7% ზრდას აჩვენებს და  მხოლოდ ქათაისია 42%-ის ნაცვლად 50% -იანი ზრდით, რაც  Ryanair – ის შემოსვლის და  Wizz air-ის  სიხშირეების დამატების დამსახურებაა.

ქუთაისის  აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრულდება, რაც გამტარუნარიანობას  4-ჯერ  ზრდის და სთ-ში  1 200 მგზავრს გაატარებს. განახლებული ტერმინალი პირველ მგზავრებს 2020 წლის შემოდგომაზე დახვდება.

“ვაგრძელებთ „ღია ცის“ პოლიტიკას, რაც  ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და ახალი  მიმართულებების დამატებას ნიშნავს”,  მინისტრის თქმით, აუცილებელია, ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მან აეროპორტების გაერთიანებას მკაცრი მონიტორინგი დაავალა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …