ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო.

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს ექნება 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით ტერმინალის მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ბიუჯეტი 60 მლნ ლარი. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურება. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრი იქნება, შესაბამისად განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. …