ქობულია:კონკურენცია უნდა გავუწიოთ კერძო სექტორს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრმა დაუმთავრებელი პროექტები პარლამენტში წარადგინა, რითაც მხოლოდ ოპოზიცია დაინტერესდა.

ქობულიამ თქვა რომ 4% -იანი ზრდა სიღარიბეს ვერ ერევა. 50% უმუშევრობაა და მოსახლეობა გაღატაკებულია.

პირველ რიგში ვაჭრობადი საქონლის საესპორტო პოტენციალი უნდა შეიქმნას. მხოლოდ ღვინო და წიაღი არ გვიშველის. უსისტემო ლოჯისტიკის პირობებში ვერ განვითარდებით. საქართველოს მცირე ბაზრის უუნარობა ექსპორტმა უნდა დააბალანსოს , რისთვისაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. არ არის გზა პროდუქტის სწრაფად და ეფექტიანად გატანის. ნეგატიური სავაჭრო ბალანსით, საქართველოს მსოფლიოში ანალოგიც არ ჰყავს.

ქობულია ინვესტორების და ბიზნესის ხელშეწყობის, მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების საჭიროებაზე აცხადებს. ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების განვითარებაზე.  

“რისთვის გვჭირდება სამინისტროები თუ ყველა წვრილმანს მთავრობის სხდომაზე გადავწყვეტთ”, – ქობულია უფლებამოსილების სამინისტროებზე დელეგირების და პასუხისმგებლობის გადანაწილების მართებულობაზე საუბრობს

ის სახელმწიფო TOP-500 მენეჯმენტის გაძლირებაზე აცხადებს. გადაწყვეტილების მიღების უუნარობაზე, კვალიფიკაციის უკმარისობის გამო . “₾500 შემოსავლიანი კადრი ₾200 000 პროექტზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს. კონკურენცია უნდა გავუწიოთ კერძო სექტორს მივუახლოვოთ ხელფასები კერძო სექტორისას”, – ექსმინისტრმა სინგაპურის წარმატებული მაგალითი მოიხმო.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …