თბილისი (BPI) – საერთაშორისო აგრო კონკურსის გამარჯვებული დავით მიზანდარის გუნდი გახდა იდეით “QVEVRI.XYZ”. იგი მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც საბერძნეთში 2019 წლის 7-11 სექტემბერს ჩატარდება.
“ქვევრი აქტუალურია როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ და ჩვენი ქვეყნის მთავარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ჩვენ ხაზი გავუსვით დღეს ქვევრის წარმოების პროცესის დროს დარღვევებს და პრობლემების შესაბამის გადაწყვეტას მივაგენით, რის საშუალებითაც ქვევრის წარმოების ხარისხს გავაუმჯობესებთ, რაც საბოლოოდ ქვევრის ღვინოზეც აისახება,” – ამბობს დავით მიზანდარი.
Qvevri.xyz-ი იდეის გაჩენიდან ზუსტად 2 თვეში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ პროექტის მარკეტინგულ მხარეს ნიკა გუჯეჯიანი კურირებდა. მან ასევე იმუშავა ბევ-გვერდზე და Qvevri.xyz ვიდეო რგოლზე, რომლის მასალაც მთლიანად გოგა მამასახლისმა გადაიღო.
“ნიკას უნიკალური ხედვა ქონდა, ჯერჯერობით არ ვიცით ვინ ჩაიბარებს ამ მიმართულებას,” – აღნიშნა მიზანდარიამ.
26 წლის ნიკა გუჯეჯიანი 15 მარტს, გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიას ემსხვერპლა.
ტექნოპარკში საქართველოში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი – Future Agro Challenge ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სტარტაპ ბიუროსა და ბილაინის მხარდაჭერით განხორციელდა.
Future Agro Challenge-ი უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
წლევანდელ ჰაკათონში სულ 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 48 საათის განმავლობაში კონკრეტულ დავალებაზე მუშაობდნენ.
თამარ ძინძიბაძე
“საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი