ქეთევან ქემოკლიძის ტრიუნფი კარმენის სამშობლოში

თბილისი (BPI) – ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძის კარმენის სპექტაკლები მისივე სამშობლოში – სევილიაში ტრიუნფით მიმდინარეობს. 30 წლის შემდეგ სევილიის მაესტრნცას ოპერაში კარმენი სწორედ ქართველი მომღერალით დაბრუნდა.

მსოფლიოში კარმენის როლის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველმა შემსრულებლმა ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ის გამოსახეს არა მარტო ესპანეთის ყველაზე ცნობილი საოპერო ჟურნალის “ოპერა აქტუალის” ყდაზე, არამედ ასევე აღიარეს “კვირის არტისტად”.

კარმენის ეს თანამედროვე დადგმა ეკუთვნის ესპანელ რეჟისორს კალიქსტო ბიეიტოს, რონელიც წარმატებით იდგმევა მსოფლიოს წამყვან სცენებზე. აღსანიშნავია, სპექტაკლს დირიჟორობდა ესტონელი ქალი დირიჟორი ანუ ტალი.

ქეთევან ქემოკლიძის კარმენი სევილიურმა პუბლიკამ განსაკუთრებული აპლოდისმენტებით ფლამენკოს რიტმში დააჯილდოვა (las palmas de bulerías), რაც ფარდის დახურვისასაც არ შეწყვეტილა.

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …