ქედაში სიძველით დაზიანებული სახლებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა

თბილისი (BPI) – ვისთვის შეიძენს  სახლებს ქედის მერია? რა იქნება მთავარი კრიტერიუმი  იმ  ოჯახების შესარჩევად, რომლებსაც  სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროებათ?  სპეციალური პროგრამა, რომელიც უწყებამ აამოქმედა,სიძველით დაზიანებული სახლების პრობლემის აღმოფხვრას ითვალისწინებს.

სოფელ ცხემნაში მცხოვრები ნატრო შილაძე შვილებთან ერთად, ხის ავარიულ სახლში ცხოვრობს. ფიცრული, სადაც მცირეწლოვანი იზრდება წვიმის დროს იტბორება. ოჯახი სოციალურად დაუცველია და საკუთარი ხარჯებით ახალი სახლის აშენებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ნატრო ეპილეფსიით არის დაავადებული და სახელმწიფო მას, როგორც ჯანმრთელობის პრობლემის მქონეს პენსიას უხდის. 

ქედის მერიამ, სიძველით დაზიანებული სახლების პრობლემის ამოსაფხვრელად სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და ამ მიმართულებით თანხებიც გამოყო. ქედის მერი განმარტავს, რომ  წელს, ხუთ სახლის პროექტს შეიძენენ, ბენეფიციარებს კი სპეციალური კრიტერიუმებით მიხედვით შეარჩევენ. მთავარი განმსაზღვრელი ოჯახის სარეიტინგო ქულა იქნება.

ქედის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, პროგრამას დადებითად აფასებს, თუმცა ვაჟა ბოლქვაძე დასძენს, რომ იმ დაფინანსებით, რაც თითოეული სახლის შესაძენად არის გათვალისწინებული პრობლემას ვერ მოაგვარებს. 

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის სამსახური სულ 14 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, აქედან ხუთ ჯანდაცვისა და ცხრა სოციალური მიმართულებითაა. 

ქედის მერიაში მიაჩნიათ, რომ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები სრულიად პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს და მათი ნაწილი ოჯახის სარეიტინგო ქულაზე არ არის დამოკიდებული. 
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

http://tv25.ge

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …