ქართულ ავიაბაზარზე Ryanair-ის შემოსვლაზე მოლაპარაკებები გრძელდება

თბილისი (BPI) – საქართველოს მთავრობა ირლანდიურ „ლოუკოსტერ“ Ryanair-თანმოლაპარაკებებს აგრძელებს.

როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თებერვალში შედგება. შეხვედრა ავიაკომპანია Ryanair-ის სათაო ოფისში, ქალაქ დუბლინში შედგება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში საქართველოში ვიზიტად მყოფმა Ryanair-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  “არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველოში ფრენების დაწყება არ შეგვიძლია“.

აღნიშნული განცხადება Ryanair-ის მარშრუტების განვითარების დირექტორმა ნილ ო’კონერიმ თბილისში რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო, საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის მსვლელობისას გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …