ქართულმა მხარემ რუსეთში ფრენების აკრძალვაზე ოფიციალური წერილი უკვე მიიღო

თბილისი (BPI) – ქართულმა მხარემ საქართველოდან რუსეთში ფრენების აკრძალვაზე ოფიციალური წერილი უკვე მიიღო. რუსეთიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სახელზე გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ავიაკომპანიებისთვის 8 ივლისიდან რუსეთის მიმართულებით ფრენებზე აკრძალვები შევა ძალაში.

დოკუმენტის მიხედვით, ქართულ მხარეს ავიასანავიგაციო მომსახურების დავალიანება აქვს. საუბარია კომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების კუთხით დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობაზე.

წერილში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 18-19 თებერვალს გამართულ მოლაპარაკებებზე განხილული იყო ქართული მხარის დავალიანება საჰაერო მომსახურებაზე.

„როგორც ცნობილია ქართულმა მხარემ აღიარა არსებული დავალიანება რუსულ მხარესთან მიმართებაში და წარმოადგინა დავალიანების გადახდის გრაფიკიც. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული შეთანხმებისა ქართულმა მხარემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები . არსებული მდგომარეობით ქართული მხარის დავალიანება შეადგენს 792,543,19 აშშ დოლარს. გაცნობებთ რომ ვიდრე არ მოხდება ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის მოწოდება და არსებული დავალიანების გადახდა  2019 წლის 8 ივნისიდან  ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის ტერიტორიაზე ფრენები შეუწყდებათ.  რუსული მხარე მზადაა შემდგომი კონსულტაციებისათვის“,-  ნათქვამია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს – ლაშა ხუციშვილი

ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი …