ქართული ღვინო ProWein-2022-ზეა წარმოდგენილი

15-17 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა დაალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა „ProWein-2022“ იმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გამოფენაში ქართულიღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობს.

„ProWein” 1994 წლიდან ტარდება და ის მსოფლიოში ღვინისა დაალკოჰოლიანი სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანიგამოფენა და ღვინის მწარმოებლებისთვის წლის მთავარიმოვლენაა.

მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა დაცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულგამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობასმხოლოდ 5 კომპანია იღებდა. გამოფენის მასშტაბებიდან დამნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდანინტერესი მზარდია, შესაბამისად, მზარდია მონაწილე კომპანიებისრაოდენობაც.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …