ქართული კომპანიები პოლონეთში თავიანთ ვიდეო-თამაშებს წარადგენენ

თბილისი (BPI) – ქართული კომპანიები პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე – Digital Dragons 2019-ზე თავიანთ ვიდეო-თამაშებს წარადგენენ.

ღონისძიებაზე მონაწილეობას 4 ქართული კომპანია მიიღებს, აქედან 3 კომპანია – Happy Bat (VR თამაში Mad Farm), Abelix Games (ახალი თამაში Drift Kings) და საქართველოს უნივერსიტეტი (სტუდენტების შექმნილი თამაში UGini) თავიანთ შექმნილ თამაშებს გამოფენენ, ხოლო Venatus, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია, ღონისძიების მედია გაშუქებას უზრუნველყოფს.

მონაწილეები კომპანია ვენატუსმა შეარჩია და სწორედ ის კურირებს ქართული დელეგაციას პოლონეთში.

„ღონისძიებაში საქართველოს დელეგაციის წარდგენასთან დაკავშირებით მივმართეთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც ეს სფერო ეხებათ, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ სიტყვიერ გულშემატკივრობას ვიღებთ, მათგან დახმარება ფაქტობრივად არ ჩანს, რაც ცოტა არ იყოს და ალოგიკურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფართო მასებთან საქართველოს ეროვნული პროდუქციის ჩვენებას ვაპირებთ. იმედია მომავალში მოხდება რესტრუქტურიზაცია და ეს ყველაფერი შეიცვლება და სახელმწიფოს მხრიდანაც გვექნება რეალური ხელშეწყობა.“ – აღნიშნა კომპანია ვენატუსის წარმომადგენელმა თორნიკე ანდრიაძემ.

პოლონეთში სათამაშო ინდუსტრია დიდი ყურადღების ცენტრშია. ამ მიმართულებით ქვეყანაში მუდმივად ტარდება სხვადასხვა პროექტი და ღონისძიება. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა Digital Dragons, რომელიც ყოველ წლიურად ქალაქ კრაკოვში იმართება.

Digital Dragons 3დღიანი ღონისძიებაა, რომელიც 2019 წელს 27-28 მაისს, პოლონეთში კრაკოვის ტექნოლოგიურ პარკში ჩატარდება. DD აერთიანებს გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რაც ნიშნავს იმას რომ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ადამიანური რესურსების, გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ვენატუსმა Digital Dragons-თან სტრატეგიული პარტნიორობა 2018 წლიდან დაიწყო.

თამარ ძინძიბაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროს შემოსავალს დატვირთულობა უზრუნველყოფს, შემდეგ კი ტარიფები

Key Data პლატფორმის თანახმად, სასტუმროების მომგებიანობა წელს საგრძნობლად გაიზარდა, პირველ რიგში, დატვირთულობის გამო. ძირითადი მონაცემების …