ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £2 მლრდ-მდეა

თბილისი (BPI) – ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 1,987 მლრდ ფუნტია.

საქართველოს ბანკის ჯგუფის კაპიტალიზაცია 777,369 მლნ ფუნტია, თიბისი ბანკის ჯგუფი 700,480 მლნ ფუნტი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის – 168,553 მლნ ფუნტი, Georgia Capital-ის – 341,041 მლნ ფუნტი.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 12.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 2.6%-ით მაღალ ნიშნულზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა კი 111.5 ათას აქციას გაუტოლდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) 253.1 ათასი აქცია ივაჭრა, დახურვის ფასმა კი 15.81
ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (+0.7% კვ/კვ) შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები გასულ პარასკევს 1.28 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, ერთი კვირით ადრინდელთან შედარებით 8.5%-ით მაღალ ნიშნულზე დაიხურა, ვაჭრობის მოცულობამ კი კვირის განმავლობაში 639.3 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები 8.49 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე (-4.4% კვ/კვ)
დაიხურა, ვაჭრობის მოცულობამ კი 252.3 ათასი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, სებ-ის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს – ლიბერთი ბანკი

სს ლიბერთი ბანკი ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს, – აღნიშნულია …