ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება


თბილისი (BPI) – ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან – შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება.

პროექტის “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ (GEclose2EU) პრეზენტაცია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, 15 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში, გაიმართება.

პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.  პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტში ჩაერთვება 100 კომპანია, რომლებიც მუშაობენ  საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის და ორი ახალი, პროექტის ფარგლებში შერჩეული, მიმართულებით.  დამატებითი პრიორიტეტული სფეროების შერჩევის კრიტერიუმებია – დასაქმების, განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის  მაღალი პოტენციალი. პროექტში ასევე ჩაერთვება სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ 500 ბენეფიციარი კომპანია არასასოფლო-სამეურნეო სფეროებიდან.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …