ქართველი მოსწავლეები – NASA -ში, თიბისის მხარდაჭერით

თბილისი (BPI) – ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი თიბისის მხარდაჭერით NASA-ში გაემგზავრება

გამარჯვებული  „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ გახდა. პროექტის ავტორები – თბილისის ამერიკული აკადემიის, სკოლა Aia-Gess ისა და ქუთაისის სკოლის „პროგრესი“ მოსწავლეები, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილზე თიბისის სტიპენდიატების, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეების პროექტი – „მოძრაობის სკანერი“ გავიდა. ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტში რობოტიკის 1 კვირიან კურსს გაივლიან.

მესამე საპრიზო ადგილი კი პროექტმა „ესკულაპე“ დაიკავა, რომლის შემქმნელებიც ბელგიაში გაემგზავრებიან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია თიბისი, ტექნოლოგიური მხარდამჭერი კი – “სილქნეტი”.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …