ქართველი მეფუტკრეები ესპანეთის გამოცდილებას ეცნობიან

თბილისი (BPI) – ქართველი მეფუტკრეები ესპანეთი გამოცდილებას ეცნობიან.

გამოცდილების გაზიარების მიზნით აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის წევრები თამაზ კახიძე და მანანა ბოლქვაძე
ესპანეთში გვადალახარის რეგიონს სტუმრობენ.

ასოციაციის წევრები ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მეფუტკრეს სტუმრობდნენ, რომელსაც თაფლის წარმოების სრული ციკლი აქვს – საფუტკრე მეურნეობიდან საკუთარ თაფლის მაღაზიამდე.

ქართველი მეფუტკრეების ესპანეთის რეგიონების მეფუტკრეებთან შეხვედრები 1 კვირას გაგრძელდება. მიღებულ ცოდნას ფერმერები მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის წევრებს გაუზიარებენ.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …