ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებაა

თბილისი (BPI) – თიბისიმ ტურიზმის სექტორის ყოველკვირეული მაჩვენებლები გაანალიზა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებაა. 

“ივლისის მეორე კვირაში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების 21.4%-იანი კლება დაფიქსირდა და მათ შორის, თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორები 78.6%-ით შემცირდა. სახმელეთო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით იმავე დონეზე იყო. ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს”, – ნათქვამია კვლევაში. 

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …