ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსი აშენდება

თბილისი (BPI) – ზემო ფონიჭალაში, სარაგბო კომპლექსის აშენება იგეგმება. მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. მოედანი 12 000 კვადრატული მეტრი ფართობის სკვერის გაგრძელებაზე მოეწყობა.

კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე აცხადებს, რომ როექტის თანახმად, სპორტული კომპლექსი 13 000 კვ.მ-ზე განთავსდება. სამუშაოების ღირებულება 3 086 626 ლარია.

მისივე თქმით, მოეწყობა რეკრეაციული სივრცეც, სადაც საკონცერტო კუთხე, ამფითეატრი, საბავშვო და დასასვენებელი ზონები განთავსდება. ასევე, მოეწყობა სკეიტ პარკი, შინაური ცხოველების გასასეირნებელი ზონები, მწვანე ხეივნები და ველობილიკი.

კრწანისის გამგეობისთვის 2018-2019 წლებში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. მისი თქმით, ამ პერიოდში დაახლოებით, 3 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა.

კრწანისის რაიონის გამგეობამ 2018-2019 წლებში ზემო ფონიჭალაში სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოაწყო, რომელიც თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი. ტერიტორიაზე განთავსებულია ორი სპორტული მოედანი და საბავშვო ზონები.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …