ფოთის პორტმა რეკორდული რაოდენობის კონტეინერები მიიღო

თბილისი (BPI) – „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წელს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

კომპანიის ცნობით, ტერმინალმა ქართული ბაზრისთვის უპრეცენდენტო, გასული კვირის მონაცემებით, წლიურმა ტვირთბრუნვა, 500,000 TEU-ს მიაღწია.

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (11 თვე), დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 48%-ით არის გაზრდილი.

“ნავსადგურის გაფართოების გეგმა ჩვენი ძირთადი პრიორიტეტია. ვხედავთ აღნიშნულის განხორციელების აუცილებლობას რაც შეიძლება მალე, ჩვენი მომხმარებლებისა თუ საქართველოსა და სრულიად რეგიონის ეკონომიკების სასარგებლოდ“ – განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.

შემთხვევითი სიახლე

როგორ გავზარდოთ Wi-Fi-ის სიჩქარე უფასოდ: ექსპერტების 5 რჩევა

ინტერნეტის ნელი სიჩქარე ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, იქნება ეს სტრიმინგის ყურება თუ ონლაინ …