ფინკა შემოსავლებს ზრდის

თბილისი (BPI) –„ფინკა ბანკმა“ შემოსავლები გაზარდა. 1 იანვრისთვის  58.5 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავალი აქვს და აქედან 88% – 51.5 მლნ ლარი, ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან აქვს მიღებული.

კორპორაციული მიმართულებით ძირითადად, ვაჭრობის და მომსახურების სფეროში დაბანდებით არის წარმოდგენილი, საიდანაც 2018 წლის შემოსავალი 1.5 მლნ ლარია. საპროცენტო და დისკონტური შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან, 1.1 მლნ ლარი.

“ფინკა” ბაზარზე მოქმედ 15-ს შორის ყველაზე მცირეკაპიტალიანი ბანკია.

01.01.2019
აქტივები 299 508 000 ₾
სესხები 228 800 000 ₾
საზედამხედველო კაპიტალი 55 076 000 ₾

წყარო: კომერციული ბანკი

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …