ფინკა ბანკმა სოლიდარობის ფონდში 5000 ლარი გადარიცხა

თბილისი (BPI) – „სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობასა და დიაგნოსტირების დაფინანსებაა. აღსანიშნავია, რომ ფონდში მობილიზებული თანხების სრული 100% ხმარდება სამედიცინო სერვისების დაფინანსებას.

არსებულმა კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო კრიზისის წინაშე დააყენა. ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულმა შეზღუდვებმა ნეგატიური ფინანსური გავლენა იქონია თითქმის ყველა სექტორზე, მათ შორის-საქველმოქმედო დონაციებზეც, რაც ფონდში შემცირებულ  შემოწირულობებზეც აისახა. თითოეული ბენეფიციარის გადასარჩენად  კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია  საზოგადოების გაერთიანება და „სოლიდარობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერა.

ფინკა ბანკის მენეჯმენტისა და თანამშრომლების გადაწყვეტილებით „სოლიდარობის ფონდში“ 5000 ლარი გადაირიცხება. ამით გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერასა და თანადგომას ყველა იმ ადამიანისადმი, რომელიც ამ მძიმე სენთან ბრძოლაშია ჩართული.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …