თბილისი (BPI) – 2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს მომხმარებელთა 0.7% შეეჯახა ფინანსურ კომპიუტერულ საფრთხეების, იგივე მაჩვენებელი დარეგისტრირდა აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში ამ რიცხვმა შეადგინა 0.5%.
2019 წლის პირველ კვარტალშივე საქართველოს მომხმარებელთა 0.6% -მა შეამჩნია, რომ ხდება მცდელობა მათ კომპიუტერებზე მავნე პროგრამული უზრუნველყოფის გაშვებისა, რომლებიც მიზნად ისახავს ფულის მოპარვას საბანკო ანგარიშებზე ონლაინ წვდომის გზით. ამავე პერიოდის განმავლობაში, აზერბაიჯანის მომხმარებელთა 0.7% და სომხეთის მომხმარებელთა 0,5% დაექვემდებარნენ ასეთ შეტევებს.
მსოფლიოს ქვეყნებს შორის, მომხმარებელთა ყველაზე დიდი წილი, რომელთა კომპიუტერებმა 2019 წლის აპრილ-ივნისის განმავლობაში დააფიქსირეს ფინანსური მავნე შეტევები, რეგისტრირებულია ბელორუსში – 2%, შემდეგ მოდის ვენესუელა (1.8%), ჩინეთი (1.6%), ინდონეზია და სამხრეთ კორეა (თითოეული 1.3%). ამის დასტურია კასპერსკის ლაბორატორიის მონაცემები, რომლის თანახმად, მეორე კვარტალში, მავნე საბანკო პროგრამის გაშვების მცდელობები აისახა მთელს მსოფლიოში 228 206 მომხმარებელთა კომპიუტერებზე, მაშინ როცა გასულ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 243 604 მომხმარებელი.
კიბერდამნაშავეები ნიადაგს ამზადებენ საბანკო რეკვიზიტებისა და მომხმარებელთა ფულადი სახსრებისაკენ ბანკების, ონლაინ მაღაზიებისა და გადახდის სისტემების ყალბი ვებ-გვერდების შექმნის გზით, ასევე სპამის, ფიშინგისა და კლავიატურული ჯაშუშების საშუალებით. მათი მთავარი მიზანია მომხმარებელს უბიძგონ ჩატვირთოს სახლისა და კორპორატიულ კომპიუტერებზე საბანკო ტროიანული პროგრამები, რომლებიც თავდამსხმელებს გაუგზავნიან ინფორმაციას საბანკო ბარათების ან გადახდის დეტალების შესახებ.
ექსპერტების აზრით, ტროიანელებისაგან საუკეთესო დაცვა ის არის, რომ არასოდეს გახსნათ უცნობი პირების, სოციალური ქსელების ან მესინჯერის მიერ გაგზავნილი ელ.ფოსტა და არ დააყენოთ პროგრამები, თუ 100% დარწმუნებული არ ხართ ფაილების წარმოშობის წყაროში. ყოველთვის უნდა განაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა: ჰაკერები იყენებენ პროგრამის დაცვის სისტემაში ცნობილ ხარვეზებს და მათი საშუალებით აგზავნიან ტროიანელს კომპიუტერში. საკუთარი თავის სრულად დასაცავად, თქვენ უნდა დააინსტალიროთ ანტივირუსული პროგრამა ან ტროიანის მოცილების ინსტრუმენტი. ეს პროგრამა, რეგულარული განახლების პირობებში ასკანირებს სისტემას ტროიანელის აღმოჩენის მიზნით და ავტომატურად ამოწმებს ნებისმიერ პროგრამას ან შესრულებულ ფაილს.