ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 40 მლნ ლარის ობლიგაციებს განათავსებს

4 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს (GETD23A05165) და პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 2.8 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს (GETC26128024) განათავსებს.

აღნიშნული ბენჩმარკ ობლიგაციების აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 28 მარტს 5-წლიანი 90.0 მლნ ლარის (34.9 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი
იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.034პპ-ით გაიზარდა და 8.669% შეადგინა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …