ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების მორიგი აუქციონი 12 აპრილს გაიმართება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების მორიგი აუქციონი 12 აპრილს გაიმართება,  სადაც 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები გაიყიდება.

Galt &Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის 5 აპრილს 2-წლიანი 70 მლნ ლარის (22.7 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა დაახ. 2.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.845პპ-ით გაიზარდა და 10.730% შეადგინა.
ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის 5 აპრილს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (6.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.4-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.778პპ-ით გაიზარდა და 11.008% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2022 წლის 12 აპრილს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები გაიყიდება.

 

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …