ფიზიკური აქტივობა აუცილებელი პირობაა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის

თბილისი (BPI) – რა კავშირი აქვს ჯანმრთელობას ფიზიკურ აქტივობასთან? ვარჯიში ყველა კუნთის აქტიურ შეკუმშვას და განვითარებას იწვევს. ამ დროს გულის კუნთიც აქტიურდება და ხელს უწყობს სისხლის მოძროაბის გამუჯობესებას. სისხლს უფრო ადვილად მიაქვს ორგანებამდე საკვები და ჟანგბადი. იქიდან კი ადვილად გამოქვს მავნე ნივითიერებები. ასუფთავებს ორგნიზმს და ტვინის მუშაობასაც ხელს უწყობს. განვითარებული კუნთები კარგად იჭერს ხერხემლის სვეტს და სწორ ტანადობას აყალიბებს.

რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს ფილტვისა და მსხვილი ნაწალავის კიბოს, გული დაავადებებს, მაღალი წნევის, ინსულტის, დიაბეტის და ჭარბი წონის განვითარების საშიშროებას. სწორედ ამიტომ ბავშვები რომლებიც დღეში ერთ საათს მაინც უთმობენ ზომიერ ფიზიკურ დააქტივობას, მუდამ ერნერგიულები და ხალისიანები არიან. მათ გამართული და ლამაზი სხეული აქვთ, კარგად სწავლობენ, იშვიათად ავადმყოფობენ და მომავალში საშიში დაავადებების რისკიც ნაკლები აქვთ. ფიზიკური აღზრდის სპეციალისტები და მედიკოსები მიიჩნევენ, რომ გოგონას მშობლები განსაკუთრებით უნდა ცდილობდნენ, მათი პატარა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს ფიზიკურ აქტივობას. რატომ?
მამუკა ხანთაძე, საქართველოს სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელი. – ოსტეოპოროზი, რომელიც ძვლის განლევას და ხშირ მოტეხილობებს იწვევს, 40-50 წლის ასაკიდან ქალების 1/3-ს აწუხებს. ამ დაავადებების თავიდან აცილება ადვილად შეიძლება, ჯერ კიდევ ბავშვობაში დაწყებული ყოველდღიური, მსუბუქი ვარჯიშებით და კალციუმიანი საკვების გამოყენებით.

ძუძუს კიბოს განვითრების რისკი 20-30 %-ით იკლებს, დღეში 1-დან 3 საათამდე ვარჯიშით, ან ფეხით სიარულით. თუ გოგონა ყოველდღიურად არის დაკავებული ზომიერი ფიზიკური აქტივობით, მას მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი ნაკლებად აქვს. გაითვალისწინეთ, რომ გოგონას რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას ჯერ კიდევ ბავშვობაში უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება, მისი განვითარების ხელშეწყობის და საშიში დაავადებების თავიდან ასაცილებლად, მთელი ცხოვრების მანძილზე.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ თქვენი შვილის ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობას.
თავად მიეცით მაგალითი, თქვენი ყოველდღიური აქტივობით. ისეირნეთ და ხშირად თამაშეთ მასთან ერთად. შესთავაზეთ ისეთი სპორტული სახეობები, რომელიც მოსწონს და მის ასაკს შეესაბამება. მიეცით არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მიაჩვიეთ სპორტული ფორმის გამოყენებას. იყავით მისი გულშემატკივარი და ხშირად შეაქეთ.

მარცხვის შემთხვევაში ნუ გაუწყრებით, გაამხნევეთ, წაახალისეთ. გახსოვდეთ, თქვენი პოზიტიური დამოკიდებულებება და აქტიური მონაწილეობა ბავშვის ფიზიკური განვითარების ხელშეწყობაში, უაღრესად მნშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის.

ფიზიკური აქტივობა აუცილებელი პირობაა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვთარებისთვის. სოციალური და ემოციური სფეროს ჩამოყალიბებისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური აქტივობის პროპაგანდის ხელშესაწყობად სახელმწიფოც გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ამ მიმართულებით მნისვნელოვანია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის, ფიზიკური აქტივობის საკომუნიკაციო პროგრამის მხარდაჭერაც. მათი თანადგომით უკვე რამდენიმე ღონისძება ჩავატარეთ.

ეკა ლომიძე, ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდი. – ფიზიკური აქტივობის საკომუნიკაციო პროგრამის ფარგლებში ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ფიზიკური აქტივობით. გამოვიყვანოთ სახლიდან, უარი ვათქმევინოთ ცხოვრების მჯდომარე წესზე, ციფრულ ტექნოლოგიებთან ნებაყოფლობით ტყვეობაზე. განსაკუთრებით გვინდა ამ პრობლემიდან მოზარდების გათავისუფლება და ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, გამოვიდნენ ეზოში შვილებთან ერთად და ითამაშონ. ასე, გარდა იმისა, რომ უკეთესი კომუნიკაცია ექნებათ შვილებთან, დაეხმარებიან მათ სრულფასოვან ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …