ფერმერმა საოკუპაციო ხაზთან ვაშლისა და ატმის ბაღი გააშენა

თბილისი (BPI) – ფერმერმა მამუკა საოკუპაციო ხაზთან ხეხილის ბაღი გააშენა.

მამუკა მერებაშვილმა 6 ჰა-ზე ვაშლის, ქლიავის და ატმის ბაღი “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ გააშენა. ხეხილის ბაღი საოკუპაციო ხაზთან, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მდებარეობს.

ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 45,100 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 32,700 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 12,400 ლარი, წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 6,347 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 34,261,096 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1,744 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …