ფასს ფონდი სამ მნიშვნელოვან მოვლენას აანონსებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, გარემოს ზეგავლენა კომპანიებს ახალი შესაძლებლობისა და რისკების წინაშე აყენებს. შესაბამისად, მდგრადობის საკითხებთან დაკავშირებული მაღალი ხარისხის ინფორმაციის არსებობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც კომპანიების, ისე ფინანსური ბაზრებისთვის. ფასს ფონდის განცხადებით, ინვესტორებისა და სხვა პროვაიდერებისთვის მდგრადი განვითარების საერთაშორისო დონეზე შესადარისი სტანდარტების შექმნის საჭიროება გამოიკვეთა, რომელიც მათ აუცილებელ ინფორმაციას მიაწვდის და სწორი შეფასებების საშუალებას მისცემს.

შესაბამისად, ფასს ფონდმა სამი მნიშვნელოვანი მოვლენა დააანონსა:

• მდგრადი განვითარების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს შექმნა (ISSB);
• მდგარად განვითარებასთან დაკავშირებით ინვესტორებზე ორიენტირებული ინფორმაციის გამჟღავნების მხარდამჭერი წამყვანი ორგანიზაციების ახალ საბჭოში (მდგრადი განვითარების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (ISSB)) გაწევრიანების ვალდებულება;
•  კლიმატთან დაკავშირებით გასამჟღავნებელი ფინანსური ინფორმაციისა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით გასამჟღავნებელი ფინანსური ინფორმაციის საერთო მოთხოვნების პროტოტიპის მოდელის გამოქვეყნება.

აღნიშნული სიახლე საქართველოს საინვესტიციო გარემოზეც აისახება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს და, საჭიროებისამებრ, სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნას უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …