უცხოური ინვესტიციები 35%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – წსაქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს $1,232 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 34.9%-ით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

როგორც “საქსტატი” აღნიშნავს, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

სააქციო კაპიტალში თითქმის 700 მლნ დოლარი ჩაიდო. რეინვესტირების მოცულობა 558.8 მლნ-ია.

TOP-3 ინვესტორი ქვეყნის წილი 49.6%-ია.

უმსვილეს ინვესტოპრ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი 19.5%-ით ლიდერობს, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო 16.5%-ით, მესამე პოზიციაზე კი ნიდერლანდია 13.6%-ით.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის IV კვარტალში 197.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

„მოქალაქეებს 1 268 000 ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერათ“ – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სემეკის …