უნარები საქართველოსთვის – პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები

თბილისი (BPI) – 15 და 16 ივნისს, თბილისში, „უნარები საქართველოსთვის – პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გაიმართება. მასშტაბური ღონისძიების მასპინძლები საქართველოსა და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები არიან. 8000-ზე მეტი ვიზიტორითა და პროფესიული განათლების 20-ზე მეტი გერმანელი ექსპერტის სტუმრობით, ეს იქნება პროფესიული განათლების ყველაზე დიდი ღონისძიება, რაც კი საქართველოში აქამდე გამართულა.

„უნარები საქართველოსთვის“ სამი ნაწილისაგან შედგება: სახალხო ღონიძიება, დარგობრივი კონფერენცია „Expert to Expert talks“ და Skills4Georgia talks. სახალხო ღონისძიება 15 ივნისს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სხვადასხვა თემატურ ზონაში თვალსაჩინოდ იქნება ნაჩვენები არაერთი პროფესია და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები. გარდა ამისა, ადგილზე იქნება განსხვავებული საკვები და პუბლიკაციების ზონა. 4 საათიდან დიდ სცენას დაიკავებს ელის ბენდი, 7 საათიდან მათ ჩაანაცვლებს ელენე კალანდაძე, 10 საათიდან კი DJ წვეულება დაიწყება.

დარგობრივი კონფერენცია Expert to Expert Talks გაიმართება ასევე 15 ივნისს რესპუბლიკის ღონისძიებების სივრცეში პირველი რესპუბლიკის მოედნის მოპირდაპირედ. დაახლოებით 150 ექსპერტი და სტუმარი ერთად განიხილავს პროფესიული განათლების მნიშვნელოვან საკითხებს. ცნობილი გერმანელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას. ეს აკადემიური ფორმატი ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზებისთვის.

Skills4Georgia Talks გაიმართება კვირას, 16 ივნისს ასევე რესპუბლიკის ღონისძიებების სივრცეში. ღონისძიებას საუბრის სტილი ექნება: ღია და საინტერესო. ქართველი ექსპერტების და გერმანული კომპანიის Studio2B წარმომადგენლების ძირითადი ყურადღება დაეთმობა პროფესიულ უნარებსა და მათ მნიშვნელობას დასაქმებისთვის.

პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები, ერთი მხრივ, წარმოაჩენს საქართველოსა და გერმანიის ორმხრივ, მრავალწლიან თანამშრომლობას. მეორე მხრივ, კი ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის პროფესიული განათლების მნიშვნელობის ხაზგასასმელად.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …