უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 8 გემმა დატოვა

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ რვა გემმა დატოვა, – ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

„18 სექტემბერს უკრაინის პორტებიდან 169.3 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 10 გემის აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით გასვლა იგეგმებოდა. ნავსადგურები 8 გემმა დატოვა, კიდევ 2 ელოდება თავის რიგს და ხელსაყრელ პირობებს“, – აცხადებენ უწყებაში.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინას, თურქეთს, რუსეთსა და გაეროს შორის მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე უკრაინის პორტები, ჯამში 3.7 მილიონი ტონა აგროპროდუქტით დატვირთულმა 165-მა გემმა დატოვა.

 

წყარო: interpressnews.ge

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …