“უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია”

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდნენ.

 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, რომელიც ცნობიერების ამაღლების მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ ყოველწლიურად აღინიშნება.

 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა “უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია” (LOTS OF SOCKS),  რომლის მიზანიც სოლიდარობის გამოხატვაა. წინდები, მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სიმბოლოდ იქცა.

 ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა შეიძინეს ჭრელი წინდები, რითიც აიღეს სოციალური პასუხისმგებლობა – მცირედი წვლილი შეიტანონ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვაზე მუშაობს. 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …