ტურისტული ვიზიტების 52 %-ზე მეტი აღდგენილია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპრილის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე  წლის აპრილში საქართველოში 244,293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა,  ზრდა 2021  წლის აპრილის თვესთან შედარებით +184.9%-ს  შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი  37.7% პროცენტია.

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 182,381  შეადგინა, რაც 140.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ტურისტული  მოგზაურების  2019 წლის აპრილის თვის მონაცემების  52.3 პროცენტი აღდგენილია.

2022 წლის 4 თვეში ჯამში საქართველოში 820,796 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის იანვარი-აპრილის პერიოდთან შედარებით  +272.3%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.2 პროცენტი აღდგენილია.

წელს  4 თვეში საქართველოში 642,343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა,  ეს მონაცემი  +233.9 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 52.2 % აღდგენილია.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …