ტურიზმის მხარდასაჭერად „რომპეტროლ საქართველომ“ 10 უცხოელ ბლოგერს და ჟურნალისტს უმასპინძლა

თბილისი (BPI) – საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის და პოპულარიზაციის მიზნით, “რომპეტროლ საქართველო” რუმინეთში, ყაზახეთსა და ყველა იმ ქვეყანაში სადაც კომპანია ოპერირებს, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

„რომპეტროლის“ ორგანიზებით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში რუმინული და ყაზახური გამომცემლობების 10 ჟურნალისტი, მოგზაური და ბიზნეს ბლოგერი ჩამოვიდა. უცხოელმა სტუმრებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს, ესტუმრნენ კახეთს, დააგემოვნეს უნიკალური ქართული სამზარეულო და ღვინო და გაეცნენ ქართულ კულტურას.

ვიზიტის ფარგლებში, პრეს-ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი და “რომპეტროლ საქართველოს” გენერალური დირექტორი ზამანბეკ მირზაიანოვიც შეხვდნენ.

„ტურისტული დარგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია და იმედი გვაქვს “რომპეტროლ საქართველოს” ეს ინიციატივა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ტურისტულ ნაკადს საქართველოში და მცირეოდენ წვლილს შეიტანს ქართული ეკონომიკის განვითარებაში.“ – განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა.  

შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ყაზახეთსა და რუმინეთში ხალხს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები და პოტენციალი, ნათლად დავანახოთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული მიმართულება.

„მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთად, ამ შემთხვევაში „რომპეტროლთან“ ერთად ვმასპინძლობთ წამყვან რუმინელ და ყაზახ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს. მათ ვაჩვენებთ, თუ როგორი ლამაზია ჩვენი ქვეყანა და რამხელა ტურისტული პოტენციალი გააჩნია საქართველოს, როგორც ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ყაზახეთში ასევე რუმინეთში ხალხს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები და ღირსშესანიშნეობები.“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქართული კულტურით მოხიბლული და შთაბეჭდილებებით სავსე ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოდან უკვე გაემგზავრნენ. ტურის მონაწილეები უცხოურ მედიაში გასაშუქებლად საქართველოს შესახებ სპეციალურ რეპორტაჟებს და სტატიებს მოამზადებენ.

„რომპეტორლ საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ „KMG International”-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და ეწევა ისეთ საქმიანობას, როგორიცაა ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. ამავე ჯგუფის მფლობელობაშია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული ყველაზე მსხვილი და ულტრათანამედროვე ნავთობაგადამამუშავებელი ქარხანა „პეტრომიდია“, რომელიც რუმინეთის ქალაქ ნოვოდარში მდებარეობს და რომელიც რომპეტროლს ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის საწვავით ამარაგებს.

https://www.facebook.com/GeorgianNationalTourismAdministration/videos/2837124223024476/?v=2837124223024476

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …