ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი მათ სასტუმროში ეწვია და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სახელმწიფოს დაფინანსებით უზრუნველჰყოფს საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისთვის დროებითი საცხოვრებლისთვის სათანადო პირობებს.

“ჩვენ მადლობა გვინდა მოგახხსენოთ მხარდაჭერისთვის, ყველაფრისთვის რასაც ქართველი ხალხი ჩვენთვის აკეთებს, დამოკიდებულება არის საოცრად თბილი, როგორც ძალიან ახლობლებს, ყველა ისე გვექცევა. ჩემი მეუღლე, რომელიც ახლა კიევშია და იქ ბავშვებს და ოჯახებს ეხმარება, რათა მშვიდობიანად გავიდნენ ქალაქიდან, დიდ მადლობას გითვლით ასეთი ყურადღებისთვის, იმისთვის რომ დღესაც არ დაგვივიწყეთ და მოგვილოცეთ ქალთა საერთაშორისო დღე”- აცხადებს ტატიანა გოროდინსკაია უკრაინის მოქალაქე.

“გუდაურში ჩამოვედით თხილამურებზე სასრიალოდ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. 25 რიცხვში უკან უნდა დავბრუნებულიყავით ოდესაში, როგორც იცით 24 რიცხვში უკრაინაში ომი დაიწყო, როცა ეს გავიგეთ საშინელება იყო. გადაიდო ჩვენი რეისი და რამდენიმე დღე ძველ თბილისში ვიცხვრეთ და შემდეგ გავიგეთ რომ ტურიზმის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სასტუმროს ტურისტებისთვის ვინც ჩვენს სიტუაციაში აღოჩდა. მადლიერების სიტყვები არ გვყოფნის იმდენად კარგად გვექცევიან, სამჯერადი კვებით ვართ უზრუნველყოფილი. მთელი საქართველო მაქსიმალურად მხარში გვიდგას, თუნდაც დღეს როგორი დღესასწაული მოგვიწყვეთ. ძალიან დიდი დიდი მადლბა ესეთი გულწრფელი მოლოცვისთვის.” -აცხადებს უკრაინის მოქალაქე ასია პიტროვსკაია.

უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 1 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია უფასო საცხოვრებლით, საკვებით, პირველადი საჭიროების ნივთებით. ამოქმედებულია ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144-3.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …