ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის იანვრის ტურიზმის აღდგენის დინამიკის მაჩვენებლებს აქვეყნებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის იანვრის ტურიზმის აღდგენის დინამიკის მაჩვენებლებს აქვეყნებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ქვეყანას 199,393 საერთაშორისო მოგზაური ჰყავდა. ეს მაჩვენებლები კი ნიშნავს, პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების ანუ 2019 წლის იანვრის საერთაშორისო ტურიზმის მონაცემის 38%-ით აღდგენა. მიმდინარე მონაცემები 2021 წლის იანვრის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების 471%-იან ზრდას აჩვენებს.

2022 წლის იანვარში საქართველომ 163,615 საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლა, რაც 2019 წლის მონაცემის 53%-ით აღდგენას ნიშნავს. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით ზრდა 456%-იაა გაზრდილი.

“განხორციელებულმა აქტივობებმა, მარკეტინგულმა კამპანიებმა, ეფექტურმა სტრატეგიამ და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებულმა ყველა ღონისძიებამ ასეთი დადებითი შედეგი გამოიღო.

2022 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ტურიზმის სექტორის აღდგენის დინამიკა (2019 წ შედარებით) ასეთია

ტურისტული ვიზიტები 53%-ით აღდგა

საერთაშორისო მოგზაურები 38%-ით აღდგა

2022 წლის მოლოდინები კიდევ უფრო დადებითი გვაქვს! მთავარია ავიცრათ და ორმა მეზობელმა ქვეყანამ სახმელეთო საზღვრები გახსნან საქართველოსთან შედეგად, მიმდინარე წელს, აღდგენის დინამიკით, მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა ვიქნებით”, წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …